კალაძე - 66,2%, მელია - 33,8% - "ოცნებამ" შიდა კვლევების შედეგები წარმოადგინა
პოლიტიკა - 11:33, 13 Aug, 2021     1062

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის მიერ ჩატარებული შიდა კვლევების შედეგები წარმოადგინა, რომელშიც დედაქალაქის მერობის კანდიდატებისა და პარტიების რეიტინგის წინასწარი მონაცემებია ასახული.

ოცნების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 66,2%-ანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ნიკა მელიას 33,8% უჭერს მხარს:

"ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ. შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ.

საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.

2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს.

სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.

წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს.

პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

· კახა კალაძე - 66,2 პროცენტი

· ნიკანორ მელია - 33,8 პროცენტი

აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება.

ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია.

საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:

· ქართული ოცნება - 22 მანდატი

· ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი

· გირჩი - მეტი თავისუფლება - 3 მანდატი

· საქართველოსთვის - 2 მანდატი

· მოქალაქეები - 2 მანდატი

მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი.

როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოში სტაბილური უმრავლესობა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ კახა კალაძემ შეუფერხებლად განაგრძოს 4 წლის წინ დაწყებული საქმე და დაბრკოლების გარეშე იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე.

შეჯამების სახით, აღვნიშნავთ, რომ კვლევის შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობაზე. გვჯერა, რომ კახა კალაძისა და საკრებულოში მისი გუნდის გამარჯვება ნიშნავს თბილისის გამარჯვებას და დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში" - განაცხადა პაპუაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42