ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება
საზოგადოება - 09:36, 13 Aug, 2021     1439

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

"პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული ინება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42