საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების, მუშაობა. ასევე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე . იგივე რეკომენდაციით მთავრობა კერძო სექტორსაც მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






