ორგანიზაციამ "ფლანგვის დეტექტორი" სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერიის საფინანსო ხარჯებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. ანგარიშში 2018-2020 წლის საბიუჯეტო ხარჯებია მოცემული, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ თანხასა და ეკლესიისთვის მიცემულ ფულს უკავშირდება:
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ბევრად მეტს უხდის ეკლესიას, ვიდრე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში ხარჯავს.
2018-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ 363,100 ლარი დაიხარჯა სოცდაუცველ მოსახლეობაზე, 217,000-ით ნაკლები, ვიდრე ზუგიდისა და ცაიშის ეპარქიას გადაუხადეს.
თქვენი აზრით, იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიან წელიწადში საშუალოდ 29 მილიონს იღებს, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ღარიბი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდანაც" - წერს ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები