არასამთავრობო ორგანიზაციები გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირებას ითხოვენ
„სასამართლოზე ზეწოლის თაობაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნულის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებნ: "წლების განმავლობაში, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის არაერთი მცდელობა იყო, რამაც გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხსა და სისტემის განვითარების ტენდენციებზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ნათელია, რომ ვითარება საკმაოდ მყიფე და არამდგრადია. ამ პირობებში კი განსაკუთრებულად სახიფათოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად და სათანადოდ იქნეს შესწავლილი ყველა ფაქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაზე შეიძლება მიუთითებდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, აუცილებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ მიმართოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და დაიწყოს მოსამართლესთან შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტორმა, უზრუნველყოს სასამართლოს თავმდჯომარის მხრიდან ზემოთხსენებული ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება. იმ შემთხვევაში თუ საქმის შესწავლის პროცესში, გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმე დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს საგამოძიებო ორგანოებს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს დროული და დასაბუთებული პასუხი იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ადგილი თბილისის მერის განცხადებაში მოყვანილ ფაქტს. ამასთან, თუკი აღნიშნული ფაქტის არსებობა დადასტურდება, მნიშვნელოვანია, შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები იქნას გამოყენებული.
აქვე, გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი პოლიტიკური განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა არაპირდაპირ გავლენა მოახდინონ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მცდარი და არაკორექტული განცხადებების გავრცელება ცალსახად უარყოფითად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე.
გვსურს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთ საკითხზე დავაფიქსიროთ: როგორც ცნობილია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს, 18:00 საათზე იყო დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენება (ჩვენთვის უცნობია ზუსტი ინფორმაცია თანამდებობიდან გადაყენება იქნა მოთხოვნილი თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება). წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ ზეპირი მოსმენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით განიხილა და არ დააკმაყოფილა. ბრალდებულს შეეფარდა გირაოს გადახდა 50000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინების გამოცხადების შემდეგ, იმავე მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამოდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა დასწრებით განიხილა პროკურატურის სხვა შაუმდგომლობა, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ასევე მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს და მნიშვნელოვანია თვითოეულმა მოსამართლემ ნებისმიერი საქმის განხილვისას ამ პრინციპით იხელმძღვანელოს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა