"ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ იცავდეს მოქალაქეებისა და მედიის უფლებებს, პრინციპულად არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული" - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ივანიშვილის რეჟიმი იმის მაგივრად რომ ძალადობისთვის სჯიდეს ადამიანებს, უდავო ამბისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმითვისა და ადამიანების დარბევისთვის, ამის მაგივრად გადადის სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგეების მოედანზე და თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი შეხედულებებისთვის, შინაარსისთვის სჯის ადამიანებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ეს არის უბრალოდ პიარი რომ ვითომ რაღაც გააკეთეს, ამ დროს არასწორ რამეს აკეთებენ პრინციპულად, იმის ნაცვლად რომ იცავდნენ ჩვენი მოქალქეების თავისუფლებასა და მედიის უფლებებს“ - განაცხადა ბოკერიამ
ცნობისთვის უფლებათა დაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით მსჯელობს ცვლილებების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური კავშირი აქვს, დროშების დაზიანებისას ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები