თურქი არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ჰისარლიყის ბორცვზე წარმოებული გათხრების დროს ტროას ცხენის ნაწილები იპოვნეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ტერიტორია ითვლება ლეგენდარული ქალაქის სავარაუდო ადგილსამყოფელად.
კერძოდ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ათეულობით 15 მეტრის სიგრძის, ნაძვის ხის ფიცრებისაგან შეკრული კონსტრუქცია, რამაც მათ მისცა საფუძველი ევარაუდათ, რომ ეს სწორედ ტროას ცხენის ნაწილებია, რომლის მეშვეობითაც ბერძნებმა ლეგენდარული ქალაქი დაიპყრეს.
კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს, არის დაზიანებული ბრინჯაოს ფირფიტა, წარწერით: "სახლში დაბრუნების წინ ბერძნები ამ ძღვენს ათენას ჩუქნიან".
ექსპედიციის ხელმძღვანელი ორი არქეოლოგი კრისტინ მორისი და კრის უილსონი აცახდებს რომ ეს აღმცენები მართლაც უკავშირდება ლეგენდარულ ხის ცხენს.
"ნახშირბადის ანალიზი ადასტურებს, რომ ხის ნაწილები და სხვა არტეფაქტები ჩვ წელთაღრიცხვამდე XII-XI საუკუნეებისაა. ეს ემთხვევა ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ ტროას ომის დათარიღებას. არ გვსურს ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყოთ, მაგრამ ვაცხადებთ, რომ მართლაც რეალური რამ აღმოვაჩინეთ," - აცხადენბენ პროფესორები.
მასალის გამოყენების პირობები