მასშტაბური სპეცოპერაცია - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა
კრიმინალი - 14:46, 12 Aug, 2021     1813
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისში ყიდდნენ. როგორც ჭელიძემ განაცხადა,დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს.

სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთის, აჭარის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. კ., 1957 წელს დაბადებული ბ.ა., 1965 წელს დაბადებული ჯ.ი., 1993 წელს დაბადებული ლ.გ. 2001 წელს დაბადებული ვ.მ. 1956 წელს დაბადებული ი.ხ. 1961 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული ფ.გ., 1966 წელს დაბადებული ხ.ა., 1983 წელს დაბადებულ ე.ლ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1987 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებულ ე.გ., 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.

ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი.

იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის - რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი.

ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - განაცხადა მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42