გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს განმარტება
სამართალი - 15:02, 22 Dec, 2013     2354

"აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე, გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელშეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება.

"სასამართლოს განჩინებით, დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას. გიგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება", - აცხადებს ეკა არეშიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42