საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი თანამდებობას ტოვებს
საზოგადოება - 14:14, 22 Dec, 2013     3676
"ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი.

მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები.

ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას, საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას. რადგანაც ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობამ, მე გამართლებულად არ მიმაჩნია, ვიყო ამ თემის წინამძღოლი.

მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი. მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე.

ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე. ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი.

მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს", - ნათქვამია მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42