მარიამ ქვრივიშვილი - მომდევნო ზამთრის სეზონზე დამსვენებლები ჰაწვალზე ასვლას ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:42, 11 Aug, 2021     2089

მომდევნო ზამთრის სეზონზე ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახლის მოწყობას ჩვენს სტრატეგიულ ტურისტულ ადგილებსა და კურორტებზე. ინსპექტირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაწვალი - ზურულდის საბაგირო განახლდეს და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე როგორც ქართველ დამსვენებლებს დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივად ტურიზმში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის" (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია") დაევალა ჰაწვალი - ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ბოლო დასკვნა ჰაწვალი - ზურულდის საბაგიროს შესახებ მოითხოვდა ობიექტის ცალსახად გაჩერებას და ახლის მშენებლობას, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ტურისტული სეზონის გათვალისწინებით მოკლე ვადაში განხორციელდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42