საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" ინფორმაციით, ჩაქვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საკუთარი შვილის მიმართ წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
15 წლის მოზარდის ინტერესებს ახლა ფონდი "იალქანი" იცავს. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა თიკო აბაშიძემ განაცხადა, მოზარდი სახლიდან გამოიქცა და ქუჩაში იმყოფებოდა, მასთან კი სხვა არასრულწლოვანებმა მიიყვანეს:
"მოზარდი სხვა არასრულწლოვნებმა მოიყვანეს ჩვენთან ორგანიზაციაში, იმიტომ რომ არსად წასასვლელი არ ჰქონდა, იყო ქუჩაში და აპროტესტებდა სახლში დაბრუნებას. ბავშვი ყვებოდა, რომ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის შედეგებს ველოდებით სასამართლოდან" - აღნიშნა თიკო აბაშიძემ.
გამოძება დაკავებულ მამაკაცს მოზარდი შვილის გაუპატიურებას, მასთან სექსუალურ ძალადობამდე გარყვნილ ქმედებას და ოჯახში ძალადობას ედავება. არასრულწლოვანს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. თავად დაკავებული კი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები