"5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან" - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შს მინისტრს მიმართავს
პოლიტიკა - 13:58, 11 Aug, 2021     1092

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურების შესახებ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უსვამს ხაზს:

"5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე დამდგარა ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის შესახებ.

დღეის მდგომარეობით, 5 ივლისის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით საქმის გამოძიება მიუთითებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული კონკრეტულ პირთა მიერ და არ ატარებდა სპონტანურ ხასიათს. ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ 5 ივლისის სისხლიან დარბევამდე გამოქვეყნებული საჯარო მოწოდებები ადასტურებს, რომ დარბევამდე გაცილებით ადრე, მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციისთვის, რომლის შესახებაც, დარწმუნებული ვართ, წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არც-ერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნული მასშტაბის ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა, აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკების შემცველია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება. კერძოდ, დღემდე შედეგი არ მოჰყოლია გამოძიებას შემდეგ ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის და გურამ ფალავანდიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე.

აშკარაა, რომ როგორც 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე 5 ივლისის შემდგომ, აღნიშნული პირები, ლგბტქ თემისა და მათი მხარდამჭერთა შეუწყნარებლობის მოტივით მონაწილეობას იღებენ არაერთი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტი და იკვეთება დასაბუთებული ვარაუდი აღნიშნული პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

ამის მიუხედავად, მითითებულ პირთა ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ფასადურია და არ არის მათი პიროვნების, მოწოდებების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების შემცველი აქტების პროპორციული.

საზოგადოებაში არსებული დასაბუთებული ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობს და ხელს აფარებს 5 ივლისზე პასუხისმგებელი ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს, მნიშვნელოვანია მოხდეს გურამ ფალავანდიშვილის, „ალტ ინფოს“ გუნდის, ლევან ვასაძისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო შემთხვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოძიება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა" - ნათქვამია განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42