"ევროპული საქართველო", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს დააყენებენ
პოლიტიკა - 12:59, 11 Aug, 2021     1183

„ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართა გაერთიანებული ბრიფინგი, სადაც სამი ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და პოლიტიკური მოძრაობა „ დროას“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს, რომ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში თბილისში, მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დაასახელებენ, რომელთაც მხარს ასევე დაუჭერს „ნაციონალური მოძრობაც“. პარტიები მაჟორიტარულ კანდიდატებს კვირას, 15 აგვისტოს დაასახელებენ.

„ეს არი არის უბრალო არჩევნები, სადაც არის მწვავე დაპირისპირება ოპოზიციას, მის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ერთმანეთში, ხელისუფლებასთან, ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს, როგორც ნაწილი თავისუფალი სამყაროსი, რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნას დაცული და სუვერენიტეტი გარე მტრისგან და ქვეყნის შიგნით იყოს დაცული პიროვნული თავისუფლება ყველა ჩვენი მოქალაქის. ამ ტიპის პოლიტიკური ბრძოლაა ბოროტებასა და თავისუფლებას შორის. მნიშველოვანია, რომ ყველას ესმოდეს, რომ ოპოზიციის უდიდეს, კრიტიკულ ნაწილს ესმის კარგად, რომ ამ მავნებული, საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა მოხდეს სრული ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს არის საკვანძო ნაწილი და ამასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, რომ შევჯერდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლება და შანსი რომ თვითონ მოიპოვოს ბედნიერება, საკუთარი შრომით და ეკონომიკური თავისუფლება, მთავრობის შეზღუდვა ზომით, უფლებებით და შესაძლებლობით, რომ ჩვენს ცხოვრებას ხელი შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ და მე იმედი მაქვს, სწორედ ისე როგორც აქ მოხდა კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში და ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირეების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე კიდე უფრო გვიან ან არასდროს“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42