ჯანმოს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი "ფაიზერის" პრეზიდენტს, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი "ფაიზერი" - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 12:56, 11 Aug, 2021     1468

როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ვაქცინები არ ჩამოვიდა საქართველოში, პირდაპირ მომწოდებლებთან დავიწყეთ მუშაობა, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის" პრეზიდენტს, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი" საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე გითხარით, რომ ვაქცინები 5 თვის წინ არ იყო. ველოდებოდით COVAX-ის პლატფორმას, ეს პლატფორმა არის საერთო პლატფორმა, რომლისგანაც ყველა ქვეყანა ელოდებოდა ვაქცინებს, მაგრამ მოხდა დაგვიანება და ვაქცინები იმ დროისთვის, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, არ ჩამოვიდა საქართველოში. მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და დავიწყეთ პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან მუშაობა. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს მეილით. მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციით და შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის" პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი" საქართველოში. მილიონი ცალკე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ და ნახევარი მილიონი პრეზიდენტ ბაიდენის საჩუქარი საქართველოსთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველივე დღეებიდან იყო საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის მომხრე, რადგან ჯანმოს გენერალური დირექტორისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხი დროის ამბავი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ დროს ვაქცინებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო და იმისთვის, რომ ვაქცინის მიწოდება არ შეფერხებულიყო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერთან.

„მაშინ იყო დილემა, ასეთი კითხვა არსებობდა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. პირველივე დღეებიდან ვიყავი მომხრე და ჩემი ინიციატივა იყო სწორედ ჩინური ვაქცინების შემოტანა საქართველოში. იმიტომ, რომ ისევ ჩემი კარგი მეგობრის და ნაცნობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რჩევით, პრივატულ საუბრებში მან მითხრა, რომ ორივე ჩინური ვაქცინა იქნება აღიარებული უახლოეს კვირებში და თვეებში, დროის ამბავია. მე მაშინ დავავალე მთავრობას და დავუკვეთეთ „სინოფარმის" და „სინოვაკის" ვაქცინები. ახლა რა ხდებოდა ამ პროცესში. მოთხოვნა იყო საკმაოდ გაზრდილი, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბევრს ჰქონდა და არა მხოლოდ ჩვენ, ამიტომ მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო. ჩინეთის პრემიერთან მქონდა კომუნიკაცია, შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ, საუკეთესო ვაქცინების მობილიზება შევძელით უმოკლეს დროში. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42