ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ - ღარიბაშვილი ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდაზე
პოლიტიკა - 12:35, 11 Aug, 2021     1521

პრემიერმა ღარობაშვილმა წალკაში მერობის კანდიდატის ილია საბაძს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ეპიდემირუ ვითარებასა და აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისს პანიკისა და ისტერიის გარეშე უნდა გავუმკლავდეთ. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციური არხები ამ ვითარებას ისე გადმოსცემენ, თითქოს მსოფლიოს დასასრული იყოს:

„თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის. ჰოსპიტალში მოხვედრილი, ანუ დამძიმებული პაციენტის რისკები ასევე იზრდება. 99,99% აცრილებისა არ ხვდებიან კლინიკებში, არ ხდება გარდაცვალება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკვდილისგან. მე აცრილი ვარ, კოვიდიც გადავიტანე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამით მინდა, რომ ერთგვარი ელემენტარული მაგალითი მივცე ყველას, ჩემს გარშემო მყოფს. ჩავრთე ჩემი ინიციატივით მთელი მთავრობა, სამინისტროები, დავავალე ყველას, რომ დავიწყოთ ორგანიზებულად აცრები. ისევე როგორც რეგიონებში გუბერნატორები, მერები, საკრებულოს წევრები, ახლა გამოვედით ხალი ინიციატივით, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი იქნას აცრილი, ისევე როგორც ყველა მერობის კანდიდატი, იმისთვის, რომ ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.

მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია - 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42