ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინემ ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას მოზარდების აცრასთან დაკავშირებით, მას საქართველოც შეუერთდება. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია, ამიტომ მშობლები მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ რეგულაციებთან მიმართებაში და დაიცვან შვილები:
“თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები. დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძე.
მინისტრმა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასხა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ვირუსი იყოს იმდენად მართვადი, რომ ბავშებმა საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა:
„ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა, ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






