ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, კულტურის სამინისტროს მხრიდან დაორგანიზებული კონცერტების თაობაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასხა, რომ ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია. მისი თქმით, არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს:
„როგორც ჩემთვის ცნობილია, კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც დაორგანიზებულ კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






