კახა კალაძე: დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება - ეს იარაღი არის ვაქცინა
პოლიტიკა - 11:26, 11 Aug, 2021     1033

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უხილავ მტერზე გამარჯვების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„განცხადებებს დავიწყებ მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ჩვენი შვილები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ვაქცინაციის შესაძლებლობის გამოყენება და ირგვლივ მყოფი ადამიანების მაქსიმალურად დაცვა სთხოვა.

„ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ ამ რთულ ვითარებაში, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის და რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია, ერთადერთი გამოსავალი და შესაძლებლობა არის აცრა. ჩვენ ვაქცინაციის ყველანაირი საშუალება გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფი ადამიანები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42