ჩემი მხრიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში მიდის
პოლიტიკა - 10:57, 11 Aug, 2021     1349

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და აღნიშნა, რომ ბრუნდება იმ პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. სოსო გოგოაშვილი მამუკა გიორგიაძის "სახალხო პარტიას" უერთდება:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი - ასე იწყება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. სწორედ ამ იდეას, რომ ქართველი ხალხი ვიყოთ ხელისუფლების წყარო, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეროვნული მოძრაობის წევრთა თავგანწირვამ, თავისუფლებას მოწყურებული ხალხის პროტესტმა და დაუნდობელი სისტემის წინააღმდეგ დაუღალავმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, მოგვაპოვებინა უფლება გვქონდეს კონსტიტუცია, სადაც ასახულია ქართველი ხალხის ურყევი ნება - დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. მრავალი თქვენგანის მსგავსად, მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ეროვნული მოძრაობის მუხტით ვიყავი ანთებული. 27 წლის წინ კი, გამოუცდელი ახალგაზრდა პატარა ბიჭი, აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. გავხდი “სახალხო პარტიის” წევრი, სადაც აწ გარდაცვლილი დისიდენტის - მარიკა ბაღდავაძის რეკომენდაციით მივედი და ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდით მეც ვცდილობდი ქვეყნის სასიკეთოდ ერთი პატარა აგური დამედო.

მრავალი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო, 30 წელზე მეტია, რაც ქართული სახელმწიფო ერთ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს, სადაც ვკარგავთ ტერიტორიებს, ვკარგავთ ღირებულებებს, ვკარგავთ სილაღეს და ეტაპობრივად იმატებს რისკებიც; ამავდროულად, თითქოს პერიოდულად იხსნება სინათლის კარი, თუმცა ამ მორევიდან ვერ ამოვდივართ. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად, 2012 წლის გარიჟრაჟზე, მეც მქონდა ოცნება, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით, სადაც დემოკრატია, სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა. გამოჩნდა თითქოს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი წლების შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ეს ოცნება “ოცნებამვე” დაანგრია. ისევ იმ მორევმა ჩაგვითრია, სადაც ბედნიერად თავს მხოლოდ ერთეულები გრძნობენ.

ვთვლი, რომ ახლა, ჩემი მხრიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. გადავწყვიტე დავბრუნდე სახალხო პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები. პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც და ძველი წევრებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამაყად დაწყებულიყო სიტყვებით: ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი! მათ ეს შეძლეს და მჯერა, რომ დღესაც, ჩვენ ერთად შევძლებთ ხელისუფლების წყაროდ კვლავ ვაქციოთ ხალხი. თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლა რთული გზაა, მაგრამ ახლა -ცვლილებების დროა- ამგვარი ლოზუნგის გაჟღერების ფუფუნება ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს. მე კი გეტყვით, რომ საქართველოში ახლა ხალხის დროა! იმ ხალხის დროა ვინც საქართველოს პატრიოტია! ლაღი და ბედნიერი ახალგაზრდობის დროა! იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა ქართული მიწის დასაცავად! იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს იმსახურებს ღირსეულ სიბერეს! ღირსეულების დროა! ხალხის თავისუფალი არჩევანის დროა - სახალხო პარტია #44“, - წერს სოსო გოგაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42