"საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია მკვდარი, ვიდრე ცაგერის, ონის და ამბროლაურის მოსახლეობაა ჯამურად...“
COVID-19 - 22:55, 10 Aug, 2021     2999

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის“ წევრი ცვატა ბერძენიშვილი გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ წერს . იგი ამბობს, რომ თავისუფლებაზე საუბრით, მათ შორის, ბევრი მისი მეგობარიც დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უწყობს ხელს.

„რაჭა-ლეჩხუმში ალბათ ბევრი ვყოფილვართ, ალბათ ბევრსაც გვიყვარს – კარგი მხარეა, კარგი ხალხი ცხოვრობს – გულღია, მხიარული, სტუმართმოყვარე და ა.შ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ შესანიშნავ მხარეში მუნიციპალური ცენტრები – ცაგერი, ონი და ამბროლაური – სრულად გაქრეს. სამი ქალაქი უცებ აღიგავოს პირისაგან მიწისა მთელი თავისი მოსახლეობით ისე, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩეს, როგორი რეაქცია გვექნება? – ალბათ, ჭკუიდან გადავალთ, გავგიჟდებით, გადავირევით და ა.შ. – სრულად სამართლიანად და ლოგიკურად.

სანამ ბევრი ადამიანი (მათ შორის, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მეგობარიც) „ვისაც უნდა აიცრას, ვისი რა საქმეა, რატომ ამუნათებთ???“ ტექსტებით მოძრაობს, ფიგურალურად უკვე მოხდა ის, რაც ზემოთ აღვწერე – საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია მკვდარი, ვიდრე ზემოხსენებული სამი ქალაქის მოსახლეობაა ჯამურად (ეს ოფიციალურად – რეალურად უფრო მეტი მსხვერპლი იქნება).

ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და “პირად თავისუფლებაზე“ საუბარი .

რელიგიური თუ სხვა საბაბით მოტივირებულ ანტივაქსერულ საუბრებზე აღარც შევჩერდები“-წერს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42