დელტა შტამი, როგორც სიგარეტის კვამლი, ისე რჩება ჰაერში - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 18:30, 10 Aug, 2021     4617

დღეს საქართველოში პანდემიის პერიოდში პირველად 5 697 დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეპიდსიტუაციის გაუარესების შესახებ შესახებ ალერგოლოგ-იმუ­ნო­ლოგიმა ბიძინა კულუმბეგოვმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა­.

„ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობაც“. – აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, საქართველომ პანდემიასტან ბრძოლაში ოქროს შუალედი ვერ იპოვა.

„დელტა, იოტა, ლამბდა… ბევრი შტამი გაჩნდა მსოფლიოში, მაგრამ ვაქცინაციითა­ და რეგულაციებით ბალანსის დაცვას ახერხებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს ოქროს შუალედი ვერ იპოვა.

ჯანმო იძლევა რეკომენდაციებს: 1. 30%-ის აცრის მერე მოხსენით რეგულაციები; 2. 40%-ის აცრის შემდეგ ცოტა მშვიდად იგრძენით თავი; 3. 60%-ს რომ აცრით, მერე თქვით, რომ მდინარის მეორე მხარეს ხართ. ჩვენმა ქვეყანამ მოხსნა ყველა შეზღუდვა: ღამით გადაადგილება, ღია სივრცეში პირბადის ტარება და სხვა, შედეგები კი ახლა გამოჩნდა“. – ამბობს კულუმბეგოვი.

კითხვაზე, რამდენს აავადებს კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანი, კულუმბეგოვი პასუხობს:
„დელტა ვარიანტმა ცვლილება განიცადა. თუ საწყისი ვარიანტი, რომელიც უხანიდან ევროპაში გავრცელდა, ერთი ინფიცირებულისგან საშუალოდ 3-4 ადამიანს აავადებდა, ალფა, ანუ ბრიტანულმა ვარიანტმა ეს რიცხვი 5-6-მდე გაზარდა, დელტა ვარიანტის გავრცელება კი ჩუტყვავილას გავრცელების მასშტაბს მიუახლოვდა და ახლა ამ შტამით დაინფიცირებულს 8-9 ადამიანის დაავადება შეუძლია. დელტას კლინიკური სიმპტომატიკაც იგივეა, რაც სხვა შტამების, ოღონდ ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება მე-8 და მე-9 ადგილზე გადავიდა
– დაავადების ხანგრძლივობა შეიცვალა?
– დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები იქიდან ასე ადვილად ვერ ეწერებიან. შესაძლოა, მათი გამოჯანმრთელება უფრო გართულდეს, განსაკუთრებით – საშუალო ასაკში. 18-დან 50-წლამდე ასაკის პაციენტებს ზოგჯერ უვითარდებათ ციტოკინური შტორმი, რასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ეს კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა, ამიტომ ასეთ პაციენტებს კლინიკებში დიდხანს აჩერებენ.
– დელტა შტამი სწორედ იმიტომ გადაედება რვა-ცხრა ადამიანს, რომ ის არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ დახურულ სივრცეში ხარ პირბადის გარეშე და არც ვენტილაციაა, ვირუსმა 10 მეტრის იქითაც შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ანუ როგორც სიგარეტის კვამლი, ეს შტამი ისე რჩება ჰაერში.

წინა პლანზე წამოვიდა სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და სიცხე. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. აუარება ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, რომ სადღაც ორპირში იჯდა, ან დაბანილი გარეთ გავიდა, ან ტრანსპორტში ღია ფანჯრიდან უბერავდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს ამას უკავშირებენ და ტესტსაც არ იკეთებენ, რაც ძალიან სავალალოა და ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.

რაც შეეხება დელტა შტამის კიდევ ერთ თავისებურებას – მისი სიმპტომები შედარებით მალე, მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება.­ სხვა განსაკუთრებული თავისებურებები – მაგალითად, სიკვდილიანობის მატება ან ჰოსპიტალში მეტი ადამიანის მოხვედრა, არსად დადასტურებულა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია, დელტა შტამი, ძირითადად, მაინც არავაქცინირებულ ადამიანებს ებრძვის. კლინიკებშიც სწორედ ისინი ხვდებიან. დაავადებულთა მხოლოდ 1% შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში“. – აცხადებს კულუმბეგოვი.

– რა მანძილზე გადაეცემა დელტა შტამი? 2 მეტრი დისტანცია ხომ უნდა დავიცვათ…

– დელტა შტამი სწორედ იმიტომ გადაედება რვა-ცხრა ადამიანს, რომ ის არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ დახურულ სივრცეში ხარ პირბადის გარეშე და არც ვენტილაციაა, ვირუსმა 10 მეტრის იქითაც შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ანუ როგორც სიგარეტის კვამლი, ეს შტამი ისე რჩება ჰაერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42