აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი დუბაიში
განათლება - 16:29, 10 Aug, 2021     4541
დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე მის მოსაზღვრე და გალფის ქვეყნებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოში ცოდნის მიღების შესაძლებლობების შესახებ. ცენტრი დაინტერესებულ პირებს გააცნობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებს, ონ-ლაინ პლატფორმების საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ღია კარის დღეებს და ორიენტირებული იქნება, საუკეთესო, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მოზიდვაზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამართლებრივ საკითხებში თეა იმედაძე და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42