ირაკლი ღარიბაშვილი-კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს
პოლიტიკა - 14:47, 10 Aug, 2021     942

კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს, ბევრმა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ შეძლო საუკეთესო ვაქცინების შეტანა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია და არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„ პანდემიიდან გამომდინარე კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ. პირადად მე ჩავიტარე აცრა. ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის აცრილი. არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მე მინდა ვთხოვო კანდიდატს და ყველას, მაჟორიტარებს, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან. ავუხსნათ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეგობრებო, მთავრობამ ჩამოიტანა ვაქცინები, ბევრი ქვეყანაა ჩვენზე გაცილებით ძლიერ მდგომარეობაში, გაცილებით მდიდრები, მაგრამ ვერ შეძლეს საუკეთესო ვაქცინების შემოტანა. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინები, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ აღიარებული, ავტორიზებული ვაქცინები-„ფაიზერის" მილიონნახევარი ვაქცინა გვაქვს, მილიონნახევარი გვაქვს ასევე ჩინური, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა. შესაბამისად, ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენ პანდემია დავამარცხოთ, ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ და არ შეფერხდეს, არის ძალიან მარტივი რაღაც-აცრა ჩავიტარო. კიდევ მინდა გავიმეორო, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრილი ადამიანის გარდაცვალება არის გამორიცხული. ამიტომ უნდა ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ამით გავაგრძელოთ, ძლიერად შევუტიოთ ქვეყნის განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42