საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო
საზოგადოება - 14:36, 10 Aug, 2021     1192

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო. დამსვენებლებისთვის განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან.

„ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად სჭირო გახდა დამხმარე ნაგებობის აშენება, სადაც გადახარისხებულ თაფლს ვინახავთ სეზონურობის მიხედვით. ასევე, ვაწარმოებთ თაფლის სანთელსა და თაფლის არაყს, რომელსაც ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ“,- განაცხადა ლია გორჯელაძემ, რომელიც ბანკთან პარტნიორობით სტუმრებს უკვე „კვადრო ტურებსაც“ სთავაზობს. „იმ მარშრუტის დაძლევას, რომელიც რთულ ტიპს მიეკუთვნება ქვეითად 2 დღე სჭირდება, თუმცა კვადრო ტურით მთელი ტყის მოვლა ერთ დღეშია შესაძლებელი“,- დასძენს ის.

„მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მტირალას პარკის ტერიტორიაზე სრულყოფილი ტურისტული ობიექტის ჩამოყალიბებაში. აქ მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მტირალას პარკის საბაგიროთი გასეირნებით. ასევე, დაგეგმონ კვადრო ტური, რომელიც მოიცავს მტირალას მთის როგორც რთულ, ასევე მარტივ 16 კილომეტრიან მარშრუტს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ბიზნესი, რომელიც რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 350 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 250 000 ლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42