ირაკლი ღარიბაშვილი- მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო, კარგად გვაქვს გააზრებული რეგიონების მიხედვით და ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს
პოლიტიკა - 14:26, 10 Aug, 2021     861

მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო, კარგად გვაქვს გააზრებული რეგიონების მიხედვით და ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავამუშავეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები. ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, აღარ არის საკმარისი ფრაგმენტული რეფორმები და საჩვენებელი პროექტების განხორციელება. ეს არ არის საკმარისი. კარგია ადგილზე ალაგ-ალაგ ფრაგმენტული განვითარება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კომპლექსური, მასშტაბური პროექტების განხორციელება. მასშტაბური სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ ყველა, თითო გოჯი მიწა იყოს დამუშავებული, ვიცოდეთ რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა უნდა განვითარდეს, რომელი კულტურები, რა არის ამისთვის საჭირო. ამის შესაბამისი დეტალური გეგმები 10 წლიანი განვითარების პერსპექტივაში უკვე დამუშავებულია. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. მთელ რეგიონებზეა გადანაწილებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სექტემბერში ვიწყებთ მექანიზაციის პროექტს, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გრანტის პროგრამა, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს რეგიონებს დაეხმარება, ტექნიკა პრაქტიკულად, ნაჩუქარი გამოდის, ნახევარზე მეტს მთავრობა ჩუქნის და კიდევ მრავალი პროექტი- „დანერგე მომავალი", „აწარმოე საქართველოს" პროგრამა, რომელიც ახალისებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეიქმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი. მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 300 მილიონის დამატებას ვფიქრობთ, მომდევნო სამ წელში მილიარდს ჩავდებთ მთავრობა და კერძო სექტორი დაახლოებით მილიარდ ნახევარს- 2 მილიარდნახევარი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება, ეს გვაქვს გადანაწილებული, კარგად გააზრებული რეგიონების მიხედვით, ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს. გურია, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, ქვემო ქართლი თუ სხვა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42