"ქართული ოცნება" იღებს ვალდებულებას, პარტიის სახელით არჩევნებში ჩართული ადამიანები იყვნენ ვაქცინირებულები და დაიცვან კოვიდრეგულაციები - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 14:10, 10 Aug, 2021     1136

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა უსაფრთხო სარჩევნო გარემო შექმნან, მაქსიმალურად უზრუნველყონ ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო კომისიებში მყოფი პირების ვაქცინაცია და არჩევნების დღეს დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეეწყოს ხელი:

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდით და ჩვენს უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს გმირ ექიმებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება.

ამ ფონზე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ასევე მივესალმებით „ცესკოს" მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე „კოვიდუსაფრთხო" სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.

გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ.

დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს.

მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო", მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42