მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი - ნინო ლაცაბიძე
პოლიტიკა - 22:36, 09 Aug, 2021     814

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას რუსთაველებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ყოვეთვის გვერდით იდგება თითოეულ ადამიანთან, ვისაც მისი მხარდაჭერა დასჭირდება და ერთიანი ძალებით შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალი გამარჯვებებისთვის:


"საღამო მშვიდობის ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენი ქვეყნის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჩემს კოლეგებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს განსაკუთრებით გულშემატკივრობს რუსთავის განვითარებას.

დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას და სწორედ თქვენი თანადგომის შემთხვევაში მექნება უფრო მეტი საშუალება და ხელშესახები ბერკეტები იმისთვის, რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს, რაც ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობაში ისევ დგას, ერთად დავამარცხოთ.

14-წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა ვამაყობ ამით და ვაპირებ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ერთად შევქმნათ რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.

ამისთვის კი ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ძალიან კარგი მაგალითი გახდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი რესურსი აქ, ქალაქში დახარჯონ, იმისთვის, რომ ხანში შესული ადამიანების ყოველდღიურობა ჩვენს ქალაქში უფრო ნაკლებ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, იმისთვის, რომ საწარმოებში დასაქმებული ჩვენი მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრების სამუშაო პირობები გახდეს კიდევ უფრო უკეთესი და მათთვის, ვინც მონდომებულია საგანმანათლებლო თუ სპორტულ სფეროში, ხელოვნების თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღწევა შეძლოს არა მხოლოდ საქვეყნო, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალ შესაძლებლობები ახალი გამარჯვებებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქალაქის მოქმედ მერს ირაკლი ტაბაღუას. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებიც ჩვენს ქალაქს წლების განმავლობაში კიდევ მოუტანს სარგებელს.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანამოაზრეებს, თითოეულ რუსთაველს, განსაკუთრებული ნდობისთვის მხარდაჭერისთვის.

არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს განსაკუთრებით დედას. სხვათა შორის, ის ყველაზე კრიტიკული და მომთხოვნია იმ დროს, როდესაც საქმე ეხება რუსთავს.

დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს და შვილებს. ნებისმიერი წარმატება, რომელსაც არ უნდა მივაღწიოთ, სწორედ ამ წარმატების გაზიარებაა მათთან ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას ერთად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, გავერთიანდეთ ჩვენს ქალაქში, რომ ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები უკეთესი მომავლისთვის.

ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელსაც წარმოგიდგენთ. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არის კვალიფიციური და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული. მე მინდა ვთხოვო საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს:

მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს" - განაცხადა ლცაბიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42