საქართველო ბოლო 7 დღის განმავლობაში სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა...მანამდე 4 ისეთი ქვეყანაა, გეოგრაფია კარგად თუ არ იცი, შეიძლება არც გქონდეს გაგონილი - მაია ბუწაშვილი
COVID-19 - 22:15, 09 Aug, 2021     1831

საქართველო ბოლო 7 დღის განმავლობაში სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა“, – ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ამბობს, რომ ადრე აშშ და ევროპის ქვეყნები ჩვენ „გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით“, მათ ეს რჩევები გაითვალისწინეს და სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ. ბუწაშვილი ექიმებს აღნიშნული რჩევების გათვალისწინებას, ხოლო საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან „უამრავი ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი აქვს გართულებების და სიკვდილის რისკი, დღემდე აუცრელია“.

„საქართველო ბოლო 7 დღის განმავლობაში სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. მანამდე 4 ისეთი ქვეყანაა, გეოგრაფია კარგად თუ არ იცი, შეიძლება არც გქონდეს გაგონილი.

ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები ჩვენ „გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით“ და ისე კარგად იმეცადინეს ამ ჩვენი რჩევებით, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ.

იქნებ ეს რჩევები ჩვენ თვითონვე გამოვიყენოთ და ამდენი ადამიანი არ დაიღუპოს კოვიდით:((( იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ უამრავი ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი აქვს გართულებების და სიკვდილის რისკი, დღემდე აუცრელია:((.

ოპონენტები ნუ მოიშველიებთ სიკვდილობის ჯამურ ციფრებს პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ეს მაღალი მაჩვენებლები იმ ქვეყნებში იყო მაშინ, როცა ჯერ არაფერი იყო ცნობილი კოვიდის მართვაზე და უამრავი შეცდომა იყო კლინიკურ მენეჯმენტში, სანამ დაგროვდა გამოცდილება. ჩვენ კი სწორედ იმ ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიუხედავად გავასწარით სიკვდილობის მაჩვენებლებლებით.

ამიტომ ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს და შემდეგ რეაგირება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს“, – წერს ბუწაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42