კელი დეგნანის განცხადებით, თუ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება მართლა სურთ, ამისთვის საგზაო რუკა აქვთ.
დეგნანის თქმით, შეთანხმებაში, რომელსაც პარტიებმა მიაღწიეს, ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმაა შესული, რაც საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის აუცილებელია, თუმცა პოლიტიკური ნების ნაკლებობაა.
"საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთად შეიმუშავეს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმების, რაც ადგენს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს მომავლისთვის. ყველა მექანიზმი არსებობს, ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა ნათელია, რომლის გატარებითაც უნდა დაიწყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების პროცესი, ერადერთი რისი ნაკლებობაცაა, პოლიტიკური ნებაა", - თქვა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები