გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე 7 აგვისტოს, მისი დაკავების შემთხვევას იხსენებს და პოლიციის მხრიდან, ძალის გადამეტებაზე საუბრობს.
როგორც ჩალაძე "მთავარი არხის" ეთერში ამბობს, ერთ-ერთი პოლიციელი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
"დამემუქრა, როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს, სიცოცხლის მოსპობით. პირდაპირ მითხრა, რომ საღამოს გაიხდიდა თუ არა პოლიციის ფორმას, ის აღარ იყო პოლიციელი, იცოდა სად ვცხოვრობდი, იცოდა ჩემი ოჯახის ადგილმდებარეობა და ამომიწყვეტდა ოჯახს. მითხრა, რომ ჩემი და ჩემნაირების დრო კი არ მოდის, დასრულდა. იყო უშვერი სიტყვებით გინება....
იმ ადგილებში, სადაც კამერა არ იღებდა, ორჯერ შეეცადა ჩემ მოკვლას. მოკვლა იყო ხელის კვრით დამრეც კიბეზე, ეს იყო სასამართლოს ტერიტორიაზე. ხელი დამიზიანდა მიზანმიმართულად ხელბორკილის დადებისას, არა ჩასმისას, არამედ დახურული ხელბორკილი ჩამარტყა ხელში",- თქვა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 7 აგვისტოს დააკავეს. მისი ინფორმაციით, ოლიცია მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადა.
მასალის გამოყენების პირობები






