თბილისის ციფრული სივრცის დამფუძნებელი თამარ მიქაშავიძე ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს პაატა შავაძეს, მუქარაში ამხელს. მისი თქმით, შავაძემ თბილისის ციფრული სივრცის ინიციატივას ვაქცინირებული პირებისთვის ფასდაკლებების დაწესების შესახებ დისკრიმინაცია და გენოციდი უწოდა. მიქაშავიძემ აღნიშნა, რომ პაატა შავაძემ მუქარის შემცველი შეტყობინება სოციალურ ქსელში გაუგზავნა:
"ვციტირებ მოკლე მონაკვეთს: "მე გეუბნებით ამას, ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი, პაატა შავაძე თქვენთან შემოვიყვანთ ფინანსურ პოლიციას და ჩვენც შემოვალთ" - ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა, ან ვიღაც იყენებს სახელმწიფოს სახელს და ზეწოლას ახორციელებს კერძო ბიზნესზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვითხოვთ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნა მიქაშავიძემ.
თამარ მიქაშავიძემ მტკიცებულებები, შსს-ში უკვე წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები