ნათია თურნავა: "Fitch"-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან"
პოლიტიკა - 13:27, 09 Aug, 2021     872

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

„ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს - ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა/აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები. „ეს არის ძალიან კარგი საწინდარი, რომ ჩვენ წლის ბოლოს გვქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი, ეკონომიკის შემცირება და გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხეება იმ დარგების ჩამონათვალს, სადაც ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ნათია თურნავას ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა დარგში, მაგრამ ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42