პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აცრის აუცილებლობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმუნიზაცია სიკვდილისგან გვიცავს. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა:
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება აცრილი ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება აბსოლუტურად გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რამდენიმე მაგალითს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები