საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა შეიქმნას. მისი თქმით, არ შეიძლება მუდმივად ერთი მთავრობა იყოს, სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა უნდა არსებობდეს:
„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, ამდენად სხვა გამოსავალია ის, რომ წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. არ შეიძლება მუდმივად, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ზოგი საკითხების, შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და აუცილებელია ტოლერანტობა - არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები