მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში და უარი თქვას ბორდერიზაციის პროცესზე - ევროპარლამენტარები
პოლიტიკა - 18:33, 07 Aug, 2021     1438

აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები საერთო მიმართვას ავრცელებსნ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი ერთგულებას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა მისცეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას ბორდერიზაციის პროცესზე და დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევები:

„ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და არ შეუძლიათ, ისარგებლონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციით შექმნილ უბედურებას. მათი ტანჯვა კიდევ უფრო გამწვავებულია „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები – განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი დარღვევები დაისჯება მართლმსაჯულების წინაშე და ნება დართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას წინაპრების მიწაზე“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42