თბილისის მერი: თქვენი მხარდაჭერა არის უპირობო ძალა, რაც ყველა პრობლემის დაძლევაში გვეხმარება
პოლიტიკა - 17:54, 07 Aug, 2021     1217

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მათი მხრიდან გამოჩენილი თანამდგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო, რომელმაც დედაქალაქის დასუფთავების პროცესი შეაფერხა, არაერთი შეტყობინება მიიღო - საზოგადოება გამოთქვამდა მზაობას, რომ დედაქალაქის დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა.

„მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა პირადად, წერდნენ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ურეკავდნენ ჩემს მოადგილეებს, მერიის თანამშრომლებს, იმყოფებოდნენ ჩემს საარჩევნო შტაბში და ითხოვდნენ ერთ რამეს - მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი ქალაქის დასუფთავებაში. მადლობა თითოეული ამ შეტყობინებისთვის, თითოეული ზარისთვის. მადლობა თქვენ, რომ გიყვართ და უფრთხილდებით თბილისს, მადლობა იმისთვის, რომ გჯერათ ჩვენი და გვენდობით. თქვენი მხარდაჭერა არის უპირობო ძალა, რაც ყველა პრობლემის დაძლევაში გვეხმარება.

მემგონი ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად დავინახეთ. ყველა ძალიან კარგად ვაფასებთ არსებულ რეალობას და მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, დედაქალაქის მერის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ხელფასების მატებას უკავშირდებოდა, დაპირებისამებრ, 2022 წლის იანვრიდან კვლავ გადაიხედება.

„შეუძლებელია, ჩვენს შორის იყოს გაურკვეველი ვითარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად გაკვირვებული ვიყავი იმ ქმედებებით, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საუბარი არ შეგვეძლოს, ან თუნდაც კონკრეტულ თემებზე შეუძლებელი იყოს თქვენი ხმის მოწვდება მერიამდე ან „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობამდე - ასეთი რამ არ არსებობს. ყოველთვის არსებობდა კომუნიკაცია, ყველთვის გეუბნებოდით იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობაც იყო. რა დაპირებაც გავეცით ხელფასებთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის იანვრიდან დავსხდებოდით და ისევ დავუბრუნდებოდით ამ თემას, ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „თბილსერვის ჯგუფისა“ და სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქალაქის სისუფთავისთვის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ თანამშრომელს, რომელიც წუხელ განახევრებული ტექნიკით, ჩვენთან ერთად, ცდილობდა ნარჩენებისგან ქალაქის დასუფთავებას და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ, რომ დილით მოსახლეობას სუფთა თბილისში გაეღვიძა. ესაა შენი საქმის და ქალაქის სიყვარული. მინდა, იცოდეთ, რომ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42