"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებითს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმ უსუსურობისა და სასოწარკვეთის განცდა, რაც მაშინ დაეუფლა, მანამდე მხოლოდ 9 აპრილს გამოსცადა. ჯაფარიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არავინ არაფერი უნდა დაივიწყოს 2008 წლის ომთან იმმართებაში:
"13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა
ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი
ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია
არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში
მაგრამ, თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა - ოქტომბერში ურდო არის გასა***ნებელი" - წერს ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები