ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე აგვოსტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, სადაც დაუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისი თქმით, ქართულმა ჯარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დამოუკიდებელი თაობა ყოფილიყო, ახლა კი ეს ჯარი არის ქართველი ხალხის დასაცავი:
"ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება სიამაყით არ აღივსოს და ეს სიამაყე არის ის, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა, დღეს რაც ხდება არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად, კრემლი როგორც უწყება განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 და 7 აგვისტოს განსხვავება არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხდრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლების. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები. ამიტომ ჩვენ ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი" - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები