ანდრია ბასილაია: "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელთა გაფიცვა მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის
საზოგადოება - 21:55, 06 Aug, 2021     1560

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად განაგრძოს და ამის პრობლემა არც წარსულში ყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აქციის მონაწილეების მიერ დასახელებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან უკვე გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული.

„ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი მოულოდნელი გაფიცვა, იმიტომ, რომ ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან გამოითქვა, ან უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები ან დაწყებული გვაქვს სხვადასხვა ღონისძიების გატარება. რა თქმა უნდა, პირველი მოთხოვნა არის ხელფასთან დაკავშირებით. 2020 წლის დეკემბერში ამ თანამშრომლებს ხელფასი, დაახლოებით, 20%-ით გაეზარდათ. დღესაც და წინა დღეებშიც არაერთხელ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მეორე მოთხოვნას, მერის მოადგილე აცხადებს, რომ სპეცტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

„ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თვალი დიდი ხანია გავუსწორეთ. ის, რომ „თბილსერვისის“ ტექნიკა ცუდ მდგომარეობაშია, არაერთხელ ვისაუბრეთ. კახა კალაძის მერობის პერიოდში, ამ მიმართლებით, ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაახლოებით, 25 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შევიძინეთ. ასევე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მივაღწიეთ შეთანხმებას, უკვე ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, გამოცხადებულია ტენდერი და აგვისტოს ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ეს არის საერთაშორისო ტენდერი. სექტემბრში უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და ექვს-შვიდ თვეში, დედაქალაქში 75 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შემოვა, რაც მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ჩანაცვლებას სრულად უზრუნველყოფს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა მიმართულებას, ამ საკითხსაც საფუძვლიანად ვუდგებით. ხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა ავტობუსი ჩანაცვლებულია, ანალოგიური მიდგომა გვექნება აქაც და ამ ტექნიკასაც ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, აქციის მონაწილეთა მესამე მოთხოვნა ეკიპირებას უკავშირდებოდა, რომლის შესყიდვაც სატენდერო პირობების გამო გაჭიანურდა.

„მესამე პუნქტი ეკიპირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხებოდა. ეკიპირების შეძენას ყოველ წელს ვახორციელებთ. 2017 წლიდან დღემდე, ხუთ მილიონზე მეტი დაიხარჯა სპეციალური ეკიპირების შესაძენად. წელს სამწუხაროდ, აპრილში გამოცხადებული ტენდერი გასაჩივრდა, შეფერხდა პროცედურები, თუმცა, უკვე ბოლოში ვართ გასული და 10 სექტემბრამდე ეკიპირების მოწოდება მოხდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42