Infomedical - სამედიცინო პორტალია, რომელიც მედიცინის შესახებ მრავალმხრივ ინორმაციას აერთიანებს. ახალ ვებ-გვერდზე მკითხველს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქტების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღება შეუძლია. გარდა ამისა, თქვენ აქ გაეცნობით სხვადასხვა დაავადების წარმოშობის მიზეზებსა და მკურნალობის მიმართულებით რჩევებსაც მიიღებთ. რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთებს - Infomedical -ზე ატვირთულია ყველა ის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი. ამ ვებ-გვერდის მეშვეობით, მათი დანიშნულების, აღწერილობის, ფასისა და ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.
პროდუქტები, რომლებსაც გავეცნობი Infomedical- ზე
როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად, Infomedical ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. გთავაზობთ იმ სამედიცინო ნივთების მოკლე მიმოხილვას, რომლებსაც ამ ვებ-გვერდზე გაეცნობით:
· ფიქსატორები - უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ის განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მკურნალობისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად
· ჭანჭიკები და ფირფიტები - ეს არის საოპერაციო მასალა, რომელიც დამსხვრეული, გატეხილი ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება.
· ორთოპედიული სუპინატორი - ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე, ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია.
· ვარიკოზის მოვლის საშუალებები - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით და ასევე ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ.
· წელის კორსეტები და ქამრები – აფიქსირებს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში და იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით.
· ორთოპედიული ბალიშები - ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას.
ამ და სხვა პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს.
მასალის გამოყენების პირობები