ღია ბანკინგი - თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
საზოგადოება - 16:56, 06 Aug, 2021     1561

თიბისის მობაილბანკში სხვა ბანკების ანგარიშების დამატებაა შესაძლებელი

აქ. ახლა თიბისი ცხოვრების გასამარტივებლად მომხმარებლებს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს - ღია ბანკინგს სთავაზობს. ღია ბანკინკის ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკს დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყველა ბანკის ანგარიშის ნახვა და კონტროლი უკვე ერთ სივრციდან შეუძლია. ღია ბანკინგის მიზანი, მასში ჩართული ყველა მხარისთვის ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა.

ღია ბანკინგის ფუნქციონალის გააქტიურებით, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციაში ნებისმიერი ბანკის ანგარიში დაამატონ, ერთი აპლიკაციიდან უკეთ მართონ და აკონტროლონ ფინანსები და დაზოგონ დრო. ისინი შეძლებენ გააერთიანონ სხვა ბანკების ანგარიშები და თვალი ადევნონ საკუთარ ფინანსებს ერთ სივრცეში. ეს განახლება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ფიზიკური პირებისთვის რომლებიც სხვადასხვა ბანკის ანგარიშით სარგებლობენ.

„თიბისიში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მომხმარებელს ყოველდღიურობა და ბანკთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ღია ბანკინგის ფუნქციონალის დამატებაც ამის დასტურია. მალე მობაილბანკს სხვა ბანკების ანგარიშებიდან ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობასაც დავამატებთ, რაზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს“, - ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი.

მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ საკუთარი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით მიიღონ გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები. ეს არის ეკოსისტემა სადაც გაერთიანდება ახალი აპლიკაციები და შეთავაზებები ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიებისგან.

სიახლე მომხმარებლებს დაეხმარება, ყველა ანგარიშზე არსებული თანხის უფრო ეფექტიანად მართვაში, ასევე, ხარჯებისა და ფინანსების უკეთ დაგეგმვასა და კონტროლში. ღია ბანკინგის მომდევნო განახლება კი შესაძლებელს გახდის ტრანზაქციის შესრულებას, თიბისის მობაილბანკში დამატებული ნებისმიერი ანგარიშიდან. ღია ბანკინგი არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საფინანსო სივრცეს მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42