დამკვირვებლებზე ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გთავისუფლება, მუქარა, მოსყიდვა და დისკრიმინაცია - ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში
პოლიტიკა - 14:43, 06 Aug, 2021 1422
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) წარმოადგინა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მოიცავს 1 ივნისიდან 2 აგვისტომდე პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა:
- ''სამართლიანი არჩევნების'' დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 ფაქტი;
- სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების / წასვლის იძულების 7 ფაქტი;
- სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის / მუქარის / ხელის შეშლის 2 ფაქტი;
- სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების 2 ფაქტი;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 4 შემთხვევა;
- მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის 4 შემთხვევა;
- ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა:
- არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.
- ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია, თუმცა დაბალი ლეგიტიმაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებენ უფლებამოსილებას. საარჩევნო რეფორმის მთავარ მიზანს, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების ნაწილში, ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია.
- წინა არჩევნების მსგავსად, კვლავაც აქტუალურია ამომრჩევლების გულის მოსაგებად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და მათი განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, რაც ამომრჩევლის ნებით შესაძლო მანიპულირების საფრთხეს შეიცავს. ამგვარ მასშტაბურ აქციას წარმოადგენდა კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული ჯარიმებისგან (76 მილიონი ლარის ოდენობის) გათავისუფლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება.
- საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია ძირითადად რეგიონებში გამოვლინდა. ზეწოლის და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა და საჯარო შეხვედრებზე დაბრკოლებების და საოფისე ფართებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში გამოიხატა.
- 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში შეიცვალა. ამ პროცესში, ტენდენციის სახით, შეიძლება, გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებით გააქტიურება. მართალია, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდა, მაგრამ, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქმედი მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები კანდიდატებიც არიან, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება. აღნიშნული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადი არ არის.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რომლებიც ადგილზე ამომრჩევლის მობილიზებისა და პარტიული წარმომადგენლის როლს ითავსებენ.
- 2021 წლის საარჩევნო ცვლილებების დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების მოდელის გაუარესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ქალი წევრების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები.
- განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო. მედიასაშუალებებისათვის მუშაობაში ხელშეშლა ნეგატიურად აისახება ამომრჩევლების უფლებაზე მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური/საარჩევნო პროცესების შესახებ, შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
- საანგარიშო პერიოდში მუშაობა დაასრულა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. ორგანიზაციის შეფასებით, კომისიის დასკვნა მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების, განსაკუთრებით, კი, „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნას, ფაქტობრივად, ერთპარტიული - „ქართული ოცნების” მხარდაჭერა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ კომისია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა და არა საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად შესასწავლად" - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა