ნათია თურნავა: "იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ტემპი მომავალი ორი წლის განმავლობაში 50 პროცენტით გაიზრდება"
პოლიტიკა - 13:46, 06 Aug, 2021     1120

„იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არის უდიდესი ამოცანა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს მიმდინარე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რადგან საუბარია 700 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე, რომელიც ბიზნესთან ერთად მოხმარდება ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის, რადგან წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელი, სხვადასხვა გზა, სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის იმ მნიშვნელოვანი და დიდი ამოცანის გადასაწყვეტად, რაც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ,,მენაშენეთა პროექტის ფარგლებში," ბინათმშენებლობის ახალი მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა, მენაშენეთა ასოციაციისა და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია მენაშენეთა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა.

როგორც ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების, მისი შესაბამისი სტრუქტურების, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მუშაობით ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემის - საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მოგვარება. „ყველა ვხედავთ, რა მასშტაბებზეა საუბარი - 2013 წლიდან დღემდე 23 000 ოჯახია დაკმაყოფილებული მაგრამ უახლოეს ორ წელიწადში, ეს ტემპი, პრაქტიკულად, 50 პროცენტით და მეტით იზრდება, რადგან დაგეგმილია დამატებით 13 000 ოჯახის უზრუნველყოფა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ურთიერთსაინტერესო, რადგან, პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფის მთავარი ამოცანა იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც მოხმარდება დარგს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42