"ქართულ ოცნებას" ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 12:31, 06 Aug, 2021     1047

"ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის სატელიტობამდე და არანაირად არ ემსახურება იმ ინტერესს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის’’ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას:

‘’რუსეთის ეს თავხედური განცხადება, მე მომისმენია ადრეც, მაგრამ ახლა, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო სტრატეგიულად ჟღერს. როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურება, იმ წაყრუებისა და პოლიტიკური თამაშის, რომელსაც ისინი აწარმოებენ ქვეყნის საზიანოდ, მაშინ როდესაც რუსეთმა ერთი ნაბიჯიც არ გადადგა იმისთვის, რომ ვალდებულებები შეასრულოს, დაიწყოს დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება და ასე შემდეგ ან უბრალოდ შეაჩეროს მაინც ეს პროცესი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ ხელშეკრულებებზე, ჰუმანიტარულ საქმიანობებზე და სხვა. ეს რა თქმა უნდა, არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიჰყავს საქართველო რუსეთის ერთ-ერთ რეგიონამდე, რუსეთის სატელიტობამდე და არანაირად არ ემსახურება იმ ინტერესს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის’’- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც რუსეთის დიპლომატიური უწყება მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42