პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, გვირაბში წარწერები გააკეთა.
"ამ ცხოვრების დედაც" - ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის ლუკა სირაძემ კედელზე დაწერა და რომლის გამოც პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა ჩოლოიანმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
ელენე ხოშტარიამ აღნიშნული წარწერის გაკეთებით ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლება და ამ გათავისუფლების გამო გამართულ აქციაზე აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის დაკავება გააპროტსტა.
შეგახსენებთ, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ გაათავისუფლეს. მისი ციხიდან გამოშვების გამო სამოქალაქო აქტივისტებმა გუსინვე აქცია გამართეს პროკურატურასთან, სადაც დაპირისპირების დროს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები