მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე
პოლიტიკა - 09:39, 06 Aug, 2021     2142

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მოსკოვი ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ ხელისუფლებას მაშველ რგოლს უგდებს.

"მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მით უმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს.

მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.

მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში.

მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა - არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი - ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42