მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთის საგარეო უწყების უწყების წარმომადგენელი
პოლიტიკა - 23:43, 05 Aug, 2021     2565
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად, იმდენად, რამდენადაც ქართული მხარე არის ამისთვის მზად. მან აქვე აღნიშნა, რომ ყოვლად უპერსპექტივოა საუბარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციაზე.

"რუსეთში არასდროს სვამდნენ ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის. მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად, იმდენად, რამდენადაც ქართული მხარე არის ამისთვის მზად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ.

ეს ასევე ეხება თბილისის საგარეო "კურატორებს". დიდი ხანია დადგა დრო რომ მათ უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში "რეინტეგრაციის" ხაზზე. იმის მაგივრად, რომ რეალობისგან მოწყვეტილი თეზისები შტამპონ, რასაც ადგილი ჰქონდა დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან წარმოდგენილ საერთო განცხადებაში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავს ეხებოდა, მათ უმჯობესია თბილისს სტიმული მისცენ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან თანასწორუფლებიანი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი დაამყაროს და აწარმოოს," - აცხადებს კრემლის ჩინოვნიკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42