ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" სტატუსი მიანიჭა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ნიდერლანდებში მოგზაურობის წესიც.
თუმცა, ნიდერლანდებს საქართველოსთვის ჯერ არ მიუნიჭებია წითელი კოდი.
"8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).
გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






