დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სასულიერო პირი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, მწერალთა აკადემიის წერილს ეხმაურება.
"თანამედროვეობაში ასეთი სამარცხვინო წერილი მწერალთა ხელმოწერებით, რომელიც "მწერალთა აკადემიის" სახელით გამოქვეყნდა, სხვა არ მახსენდება, უანალოგო სიბოროტეა, ჯოჯოხეთიდან აღმონთხეული სიბნელე, სიბინძურე და მავნებლობა. განსაკუთრებით გული მწყდება ზოგიერთ ხელმომწერზე, არ შეიძლება ასეთი გონებაშეზღუდული იყოს მწერალი/პოეტი და ასეთ სიბინძურეზე ხელს აწერდეს: ტ. ხარხელაური, ავ. არაბული და კიდევ ერთი-ორი, აღარ მინდა დაკონკრეტება. ქვემოთ დავდებ ლინკს კომენტარში...
p.s. ხლისტები, ეშმაკები, სატანისტები და ა.შ. აი ამ ტერმინებით მეტყველებენ ეს ვაი მწერლები ოპონენტებზე. გამოყარე სარაჯიშვილის სახლიდანო, წულუკიანს ურჩევენ. ერთი, დახვრიტეთ ეგენიო, ეს დააკლდათ ამ უპატრონოებს
P.SS. ახლა მაცნობეს რომ ბატონი ტარიელ ხარხელაური არაა წერილს გაცნობილი და მისი ხელმოწერა მის გარეშე გაკეთდა. იმედია მალე ვიხილავთ მის საჯარო განცხადებას ამის შესახებ. მართლაც, გული ვერ იჯერებდა, რომ ამ უბინძურეს წერილს ის დაეთანხმებოდა. იმედია ზოგი სხვა პატივსაცემი პირის ხელმოწერაც ყალბია.", - წერს დეკანოზი.
მასალის გამოყენების პირობები